მაგდა კუბლაშვილის პორტფოლიო
Monday, March 13, 2023
მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების ლიდერების ინიციატივით, საწირეში, პედაგოგებისთვის შექმნილ კომფორტულ გარემოში, მიმდინარეობდა ტრენინგი. თავისი საქმის მცოდნე, საუკეთესო მწვრთნელის როლანდ ხოჯანაშვილის ხელმძღვანელობით
თერჯოლის სკოლის პედაგოგებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ თერჯოლის #1 საჯარო სკოლის, კერძო სკოლა ,,მზეკაბანის,, რუფოთის , ღვანკითისა და საზანოს სკოლების პედაგოგები. პირველ დღეს მსმენელთა აუდიტორიას ბატონმა როლანდ ხოჯანაშვილმა გააცნო სკოლის ავტორიზაციისთვის საჭირო მასალები. ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შექმნან მასწავლებლებმა პორტფოლიო და რა აქტივობები უნდა განახორციელონ უფროსმა და წამყვანმა პედაგოგებმა წინსვლისთვის, რათა მათ მოიპოვონ წამყვანისა და მენტორის სტატუსები. ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა კონფერენციის დაგეგმვისა და ორგანიზების საკითხებზე, ამავდროულად პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს ჯგუფებმა, მათ ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო გამოცდილება: სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის, კომპლექსური დავალებების როლის, როლური თამაშების მნიშვნელობისა და სხვა საკითხების შესახებ. მეორე დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ტრენინგის მონაწილეები შევხვდით თავისუფალი პროფკავშირების ლიდერებს: მაია კობახიძესა და მარიკა ალუგიშვილს, რომლებმაც გაგვაცვნეს პროფკავშირების მიერ დაგეგმილი სიახლეები. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.❤️❤️❤️❤️
ნიჭიერი დამწყები პედაგოგის პირველი ნაბიჯები კერძო სკოლა "მზეკაბანში"
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი პრიორიტეტული თემებიდან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება.სკოლამ საგნების სწავლა-სწავლების, სასწავლო პროექტებისა და აქტივობების საშუალებით ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას,რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა საფრთხე არ შეუქმნას ჯანმრთელობას. ამის გათვალისწინებით სკოლა ,,მზეკაბანი,, მოსწავლეს ეხმარება გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების არსი და გაიაზროს მისი მნიშვნელობა.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პირველ კლასში განხორციელებული აქტივობა ბუნებაში.(მასწავლებელი მაგდა კუბლაშვილი)
თემაზე: ,,ჯანმრთელობა,, მოსწავლეებმა მასწავლებლის თანადგომითა და დახმარებით წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს ჯანსაღი კვების,ჰიგიენის დაცვის, კბილების მოვლის, გრიპისა და გაციების,გადამდები დაავადებების, მათი მკურნალობისა და თავიდან აცილების შესახებ.
პატარებმა გამოიტანეს დასკვნა,რომ სწორი კვება, ორგანიზმის გაკაჟება, ჰიგიენის დაცვა,სპორტული თამაშები,სუფთა ჰაერზე სეირნობა,ცურვა, ფეხით სიარული, ასაკის შესაბამისი ზომიერი ფიზიკური შრომა და რეჟიმი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
Subscribe to:
Comments (Atom)


























