Monday, March 13, 2023

მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების ლიდერების ინიციატივით, საწირეში, პედაგოგებისთვის შექმნილ კომფორტულ გარემოში, მიმდინარეობდა ტრენინგი. თავისი საქმის მცოდნე, საუკეთესო მწვრთნელის როლანდ ხოჯანაშვილის ხელმძღვანელობით თერჯოლის სკოლის პედაგოგებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ თერჯოლის #1 საჯარო სკოლის, კერძო სკოლა ,,მზეკაბანის,, რუფოთის , ღვანკითისა და საზანოს სკოლების პედაგოგები. პირველ დღეს მსმენელთა აუდიტორიას ბატონმა როლანდ ხოჯანაშვილმა გააცნო სკოლის ავტორიზაციისთვის საჭირო მასალები. ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შექმნან მასწავლებლებმა პორტფოლიო და რა აქტივობები უნდა განახორციელონ უფროსმა და წამყვანმა პედაგოგებმა წინსვლისთვის, რათა მათ მოიპოვონ წამყვანისა და მენტორის სტატუსები. ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა კონფერენციის დაგეგმვისა და ორგანიზების საკითხებზე, ამავდროულად პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს ჯგუფებმა, მათ ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო გამოცდილება: სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის, კომპლექსური დავალებების როლის, როლური თამაშების მნიშვნელობისა და სხვა საკითხების შესახებ. მეორე დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ტრენინგის მონაწილეები შევხვდით თავისუფალი პროფკავშირების ლიდერებს: მაია კობახიძესა და მარიკა ალუგიშვილს, რომლებმაც გაგვაცვნეს პროფკავშირების მიერ დაგეგმილი სიახლეები. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.❤️❤️❤️❤️

No comments:

Post a Comment