Monday, March 13, 2023

ნიჭიერი დამწყები პედაგოგის პირველი ნაბიჯები კერძო სკოლა "მზეკაბანში" ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი პრიორიტეტული თემებიდან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება.სკოლამ საგნების სწავლა-სწავლების, სასწავლო პროექტებისა და აქტივობების საშუალებით ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას,რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა საფრთხე არ შეუქმნას ჯანმრთელობას. ამის გათვალისწინებით სკოლა ,,მზეკაბანი,, მოსწავლეს ეხმარება გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების არსი და გაიაზროს მისი მნიშვნელობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პირველ კლასში განხორციელებული აქტივობა ბუნებაში.(მასწავლებელი მაგდა კუბლაშვილი) თემაზე: ,,ჯანმრთელობა,, მოსწავლეებმა მასწავლებლის თანადგომითა და დახმარებით წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს ჯანსაღი კვების,ჰიგიენის დაცვის, კბილების მოვლის, გრიპისა და გაციების,გადამდები დაავადებების, მათი მკურნალობისა და თავიდან აცილების შესახებ. პატარებმა გამოიტანეს დასკვნა,რომ სწორი კვება, ორგანიზმის გაკაჟება, ჰიგიენის დაცვა,სპორტული თამაშები,სუფთა ჰაერზე სეირნობა,ცურვა, ფეხით სიარული, ასაკის შესაბამისი ზომიერი ფიზიკური შრომა და რეჟიმი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

1 comment:

  1. წარმატებები ახალგაზრდა , დამწყებ პედაგოგს.

    ReplyDelete